logo_geo
eng_logo
იან კელი: აშშ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს
- +

5 აპრილი. 2016. 12:50



საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ სასტუმრო „რედისონში", სადაც NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს.


 

NATO- განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ NATO- ვარშავის სამიტი დაეხმარება საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას", - განაცხადა იან კელიმ.

 


ჟურნალისტებთან საუბარში კელი აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-ში, ზოგიერთი კანდიდატის განცხადების მიუხედავად, კარგად ესმით NATO-ს როლი და მნიშვნელობა მსოფლიოში.


იან კელი მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა.


„აშშ შეშფოთებულია იქ არსებული სიტუაციით. ქართველ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ვესაუბრები საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია და ვითარების მოლაპარაკებათა პროცესში გადაყვანა", - განაცხადა იან კელიმ.



კელიმ იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის განახლებას ეუთო-ს მინისკის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეძლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner