„დიდი შვიდეულის" ლიდერებმა, იტალიაში მიმდინარე სამიტზე, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.
„დიდი შვიდეულის" მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელმოწერილი დეკლარაცია სოლიდარობის ძლიერი სიგნალია დიდ ბრიტანეთთან ერთად მანჩესტერში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ.
მინდა, ყველა ლიდერს გადავუხადო მადლობა. ჩვენ ერთიანობა ვუჩვენეთ ტერორიზმთან შემდგომ ბრძოლაში და მანჩესტერში მომხდარის შემდეგ ეს არის მეგობრობისა და დაახლოების გზავნილი დიდი ბრიტანეთისადმი. გმადლობთ, ტერეზა", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ.
ტერეზა მეიმ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ტერაქტის შემდეგ მხარდაჭერისთვის.