logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში მსჯელობა არ მიმდინარეობს!
- +

26 მაისი. 2017. 23:09


ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ მიმდინარეობს.


„სანამ მე მაგალითად ჩემს მოვალეობას ვასრულებ კეთილსინდისიერად და ვახერხებ იმ ამოცანების შესრულებას, რაზეც ვარ შეთანხმებული მთავრობასთან, იმ უწყებებთან, ვისთანაც მაქვს ანგარიშვალდებულება, მანამ აუცილებლად უნდა ვიყო თანამდებობაზე მეც და სხვებიც. ამის შემდეგ თუ მოხდა, რომ მე ვერ შევასრულე ეს ვალდებულებები, რა თქმა უნდა, აღარ უნდა ვიყო თანამდებობაზე.

 

კონკრეტული ცვლილებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის და გუნდში ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა, პირობას გაძლევთ, ნებისმიერი მოხელე, მინისტრიდან დაწყებული, რომელიც რაიმე მიზეზით თავის მოვალეობებს არ ან ვერ შეასრულებს, აუცილებლად მოყვება ამ სტრუქტურული ცვლილებების პროცესში", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner