logo_geo
eng_logo
ზუგდიდში 26 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული გალა კონცერტით დაიხურა
- +

27 მაისი. 2017. 01:27


დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა. საღამო გიორგი ხუციშვილმა თავის  ბენდთან „გიო პლიუსთან" ერთად გახსნა. რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე თიკა  ბალანჩინი - ჯგუფი „NEW ONE" და „SALIO" წარსდგნენ. მომღერლებმა ცნობილი და ახალი ჰიტები შეასრულეს.


დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთელი დღის განმავლობაში  სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.


რეგიონს ჯანდაცვის და დევნილთა მინისტრები სტუმრობდნენ. მინისტრებმა მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 26 მაისის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ მოსახელობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.


შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" გაიმართა.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი ზუგდიდში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა


მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner