logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვინც კარგად მუშაობს, შესაფერისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეს!
- +

27 მაისი. 2017. 01:42



ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ ვინც მოვალეობას კარგად არ ასრულებს ის არც მცირე ხელფასს არ უნდა იღებდეს.  მისივე განმარტებით, არსებობს ხელფასი, პრემია, დანამატი, მაგრამ მათი ჯამი შემცირდა.


„ადმინისტრაციული ხარჯების და ანაზღაურების ხარჯების შემცირება გულისხმობს, რომ ჯამური თანხა, მაგალითად, რომელიც ჩემს სამინისტროს ჰქონდა, რამდენიმე მილიონით შემცირდა. დარჩენილი თანხიდან მე შემიძლია გადავანაწილო.

 

შეიძლება ერთ შემთხვევაში ხელფასი იყოს შედარებით დაბალი და დანამატით კომპენსირდებოდეს, მაგრამ ჯამი ვერ გაცდება იმ ზღვარს. შეიძლება მეორე შემთხვევაში ხელფასში შევიყვანოთ ეს ყველაფერი და ხელფასი იქნება უფრო მაღალი ვთქვათ ორჯერ ან ერთნახევარჯერ უფრო მაღალი და მაშინ დანამატი და პრემია არ იქნება.

 

ვინც არ აკეთებს თავის საქმეს კარგად, მაგალითად განათლების სამინისტროში, ის არც მცირე ხელფასს უნდა იღებდეს, არც დიდ ხელფასს, არც დანამატს და არც სკამს უნდა აცდენდეს, აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში. ვინც კარგად მუშაობს, ჩემი აზრით, იმას უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრებისთვის შესაფერისი ანაზღაურება.

 

ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში თავის წვლილს შეიტანს, მე მინდა, რომ ასეთი ხალხი გვყავდეს ძალიან კარგ პირობებში.

 

5-10 დოლარი იყო ადრე სამინისტროებში და ამან გამოიწვია ის, რომ კორუფცია ყვაოდა იმ პერიოდში. ჩვენ უნდა გვყავდეს ნაკლები ხალხი, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი და პრემიაც უნდა მიიღონ და დანამატიც", - აღნიშნა ჯეჯელავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner