logo_geo
eng_logo
ბრიტანეთმა ამერიკასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა
- +

27 მაისი. 2017. 02:36



სკოტლანდ იარდის ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელმა მარკ როულიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა აღადგინეს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ამერიკელ კოლეგებთან მას შემდეგ, რაც მათგან მიიღეს გარანტია, რომ ინფორმაცია აღარ გაჟონავს.


25 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს შორის ლონდონის ინიციატივით მონაცემების გაცვლა შეწყდა, რადგან მანჩესტერის ტერაქტზე ცნობებმა პრესაში გაჟონა აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოებიდან.


ფაქტზე კომენტარი ამერიკის პრეზიდენტმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ტერაქტის გამოძიებაზე მედიაში ინფორმაციის გაჟონვით შეშფოთებულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner