პოლიტოლოგი, სოციოლოგი და აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მამაჩემი დღეს მშვიდად გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო მეგობრებისთვის, როგორც ზბიგი, შვილიშვილებისთვის „შეფი", ხოლო ცოლისთვის - როგორც მყარი სიყვარული მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ის იყო მოყვარული და თავდადებული მამა, როგორიც შეიძლებოდა ჰყოლოდა გოგოს. მიყვარხარ, მამა", - წერს ბზეჟინსკის ქალიშვილი მიკა „ინსტაგრამზე".