logo_geo
eng_logo
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

27 მაისი. 2017. 11:32


 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ. ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი „MERCEDES BENZ S550"-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.


ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებებით სს „ლიბერთი ბანკს" 25 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა.


გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner