„მე მაშინვე ვთქვი, კიდევ ორ-სამ ქალბატონზე გამოაქვეყნებენ ვიდეოს-მეთქი და სხვათაშორის, მავანი კაცებიც ნუ არიან მშვიდად, ამის შემდეგ ნადირობა დაიწყება კაცებზე", - ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საუბრობს და აცხადებს, რომ „ნაციონალები" ცდილობენ, ყველაფერი ამ ხელისუფლებას გადააბრალონ. ამის შესახებ ხანურძანია „ალიას" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ფარულ კადრებს ავრცელებენ პროფესიონალები და მათი პოვნა თითქმის შეუძლებელია.
„ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ ამას აკეთებენ პროფესიონალები და პოვნა თითქმის შეუძლებელია.
ყველაფერი მარტივადაა, თუკი სუფთა აიპი-მისამართიდან გამოიგზავნება, ამტვირთავების ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდება. დღეს არსებობს მილიონი საშუალება, რომ კვალი დაფარო. სანამ დაიბლოკება, ბევრი ასწრებს გადმოწერას და მერე მიდის შიდა ტირაჟირება. რაც ხდება, ამას აღარაფერი ეშველება, ხელისუფლებას რჩება მხოლოდ ერთი გზა, დასაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს. მორჩა, დანარჩენის გამოძიება და ამტვირთავების კვალზე გასვლა თითქმის შეუძლებელია, არსებობს მხოლოდ თეორიული შანსი",- აცხადებს ხაბურძანია.