„დღევანდელი ფორუმი პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო გახსნილი, თუმცა ფაქტია, რომ არ ყოფილა არც წერილი, არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ მოვიდა", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს ესწრება, რომელიც დღეს თბილისში იმართება.
„დღევანდელი ფორუმი პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო გახსნილი. ის ფაქტი, რომ არ ყოფილა არც წერილი, არც მიმართვა, არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება და თუ რატომ არ მოვიდა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი არ თვლის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები მისი მფარველობის ქვეშ არიან", - აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, დღეს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორში" დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მართავს.