logo_geo
eng_logo
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს
- +

27 მაისი. 2017. 14:20




„ბრიტანელმა სამართალდამცველებმა მანჩესტერში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერის პოლიცია ავრცელებს. როგორც მანჩესტერის პოლიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, საცხოვრებელ სახლში შესასვლელად სამართალდამცველებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება დასჭირდათ. რეიდის შედეგად 22 და 20 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.


მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ტერორისტულ ქსელში გაწევრიანებული პირების უმრავლესობა დააკავეს. „მანჩესტერ არენაზე" განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 13 პირი დააკავეს, მათგან 11 პატიმრობაში რჩება.


შეგახსენებთ, მანჩესტერში კონცერტზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, 59 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner