logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: არაა საჭირო თითების აქეთ-იქით შვერა, როცა დამნაშავე ყველა ჩვენგანია
- +

27 მაისი. 2017. 14:32


ფონდ „ქართუს" საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში 11 000 ათასი მოსწავლის საატესტატო გამოხდებზე ჩაჭრას ეხმაურება.


11 000 მოსწავლე ჩაიჭრა სკოლის საატესტატო გამოცდებზე, facebook-ში კი მთავარ დამნაშავედ მასწავლებლები გამოაცხადეს. მშობლების ბრალი არ არის? გუშინ გავიგეთ, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციაზე ქვეყანაში პრობლემებია? ვიცოდით, ვიცით და ბავშვები დაგვყავს სკოლაში, ანუ გვაქვს სხვა ფაქტორების იმედი, სხვა საგნის მასწავლებლის, ჩვენი შვილის მონდომების, ჩვენი დახმარების, სკოლასთან მეტი კომუნიკაციის... რეალურად კი ჩვენ, მშობლებს არ გვაქვს სკოლასა და შვილის სწავლის ხარისხზე ზრუნვის დრო, ხშირად არც სურვილი. მონდომებული მშობლის დახმარებით, შვილს მხოლოდ სუსტი მასწავლებელი ვერ ჩაჭრის. არაკვალიფიციურ მასწავლებელზე თავდასხმა კი ზარმაცი მშობლის თავისმართლებაა. მშობლებს სკოლა რომ გვადარდებდეს, მშობელთა ასოციაციები განათლების სამინისტროსაც და ხელისუფლებასაც დაეხმარებოდნენ მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდის გზების ძიებაში. პედაგოგები უცხოპლანეტელები არ არია, ეს ხალხი, პოლიტიკოსების და ექიმების მსგავსად, ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მასწავლებლები ისეთი გვყავს, როგორებიც ვართ ჩვენ და არაა საჭირო თითების აქეთ-იქ შვერა, როცა დამნაშავე ყველა ჩვენგანია.

და ბოლოს, თავად მოსწავლეების შესახებ. ბავშვი სამყაროს აღიქვამს გარემოს მიხედვით. თუ ის ფიქრობს, რომ სწავლა არ არის მნიშვნელოვანი მისი შემდგომი ცხოვრებისთვის, ესე იგი გარემომ, მათ შორის ოჯახმა, სამეგობრომ, სამეზობლომ, სანათესაომ, მედიამ, პრეცედენტებმა შეუქმნეს მას ასეთი წარმოდგენა. ცუდია ეს წარმოდგენა თუ კარგი, ეს სხვა თემაა. ბავშვს ცუდზე და კარგზეც ასევე გარემოდან ექმნება წარმოდგენა. და თუ მან, მე-12 კლასელმა თინეიჯერმა ჩათვალა, რომ სწავლა მნიშვნელოვანი არაა, ესე იგი იცის კიდეც, როგორ უნდა იცხოვროს შემდეგში. შესაძლოა ადამიანს განათლება არ ქონდეს და შესანიშნავ ბიზნესმენად ჩამოყალიბდეს, შექმნას სერიოზული ფერმერული მეურნეობა, იყოს კარგი სპორტსმენი, მოქანდაკე, მუსიკოსი და .. მშობლებო, გამოდით საბჭოთა კავშირიდან, ნუ ფიქრობთ, რას იტყვის საზოგადოება და საახლობლო თქვენი შვილის ჩაჭრაზე, იფიქრეთ თქვენს შვილზე... ნუ წვალობთ უმაღლესის დიპლომის ჩალიჩზე, დიპლომიან სასიძოებზე და სარძლოებზე. მოკლედ, ნუ ვადანაშაულებთ და ნუ ვეჯიბრებით სხვებს, ჩვენი მისიაა, შვილს შევუქმნათ სწორი გარემო საზოგადოების სწორი აღქმისთვის და მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ გვერდში დაგიდგეთ ამ მისიის ეფექტურ შესრულებაში", - წერს უძილაური.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner