logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისია სამართლიანი და ობიექტური იქნება
- +

27 მაისი. 2017. 18:23



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისია სამართლიანი და ობიექტური იქნება.


გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეფასებისას განაცხადა, რომ კანდიდატების შერჩევის თაობაზე მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით ვრცელდება.


ბუნებრივია, თვალყურს ვადევნებ. ვფიქრობ, კომისია, რომელიც მუშაობს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის გამწესების საკითხებთან დაკავშირებით და უძღვება გასაუბრებას, იქნება ძალიან ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner