logo_geo
eng_logo
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურიაში გრანდიოზულად აღინიშნა
- +

27 მაისი. 2017. 20:21


 

 

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურიაში გრანდიოზულად აღინიშნა.


დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რეგიონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.


ღონისძიებები ქალაქ ოზურგეთში საქართველოს ეროვნული გმირებისთვის პატივის მიგებით დაიწყო. გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მთავარი თემა შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანი" გახლდათ. სწორედ ამიტომ ქალაქ ოზურგეთში იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სპეციალური პროგრამით აღნიშნა. იუსტიციის სამინისტროს მიერ სპეციალურად აშენებულ „ვეფხისტყაოსნის" ქალაქში მოეწყო სხვადასხვა კუთხე, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ, პოემის თემატიკაზე შემეცნებით -გასართობ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა.


ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ვეფხისტყაოსნის" თემატიკა და მისი პერსონაჟები თანამედროვე ინტერპრეტაციებით გააცოცხლეს.


ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის მხატვართა VI საგაზაფხულო გამოფენა მოეწყო. ქალაქის თეატრალურ მოედანზე გამოფენილი იყო მძიმე ტექნიკა, მოეწყო „ვეფხისტყაოსნის" თემატიკის ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თეატრალური პერფორმანსი. გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა სხვადასხვა ინდივიდუალური ნომრები წარმოადგინეს.


დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ოზურგეთში გრანდიოზული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. საღამო მომღერალმა სოფო ბედიამ გახსნა. რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ჯგუფი „ალეგრო", ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურია", ინდივიდუალური შემსრულებლები რეზიკო ხომერიკი, ეკა ჭელიძე. მომღერლებმა ცნობილი და ახალი ჰიტები შეასრულეს.


 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner