logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი ადასტურებს!
- +

27 მაისი. 2017. 20:54



შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი ადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს, რომელიც გუშინ, 26 მაისს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, „დინამო-არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მათი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის 1 ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე მოქალაქეს არჩილ ძიგუას „იქს 5"-ის მარკის ავტომობილით მოქალაქე თორნიკე ლომთათიძე დაეჯახა. ლომთათიძე საკუთარ ავტომანქანას თავად  მართავდა.

თორნიკე ლომთათიძე გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მძღოლია და კილაძის საკმაოდ ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ამ წუთისთვის ძიგუას მდგომარეობა მძიმეა და ერისთავის სახელობის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner