შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი ადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს, რომელიც გუშინ, 26 მაისს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, „დინამო-არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მათი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის 1 ნაწილით.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე მოქალაქეს არჩილ ძიგუას „იქს 5"-ის მარკის ავტომობილით მოქალაქე თორნიკე ლომთათიძე დაეჯახა. ლომთათიძე საკუთარ ავტომანქანას თავად მართავდა.
თორნიკე ლომთათიძე გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მძღოლია და კილაძის საკმაოდ ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ამ წუთისთვის ძიგუას მდგომარეობა მძიმეა და ერისთავის სახელობის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება.