18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში დასრულებული ათიათასიანი ტურნირის გამარჯებული გახდა.
ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად იყო განთესილი, შეჯიბრი ისე მოიგო, სეტი არ დაუთმია.
გადამწყვეტ მატჩში ბოლქვაძე რუს სოფია ჟუკს დაუპირისპირდა და 6:3, 7:5 სძლია, მანამდე კი, უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას 6:3, 6:4, რუს ვალერია პოგრებნიაკს 6:2, 6:0, სლოვენიელ ნასტია კოლარს 6:1, 6:4 და რუს მარგარიტა სკრიაბინას 6:2, 6:1 სძლია.
წყვილთა შეჯიბრში მარიამ ბოლქვაძე ხსენებულ კოლართან ერთად ირჯებოდა, სადაც ასევე წარმატებას მიაღწია. ფინალში ქართველმა და სლოვენიელმა ჩოგბურთელებმა პირველი რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს კორაშვილი-ლაზარევა 7:6 7:0, 7:5 სძლიეს.