logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად აშშ–ის ავიამზიდების მესამე დამრტყმელი ჯგუფი გაემართა
- +

27 მაისი. 2017. 22:58




„ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის შესაჩერებლად წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ავიამზიდის მესამე დამრტყმელ ჯგუფს აგზავნის.


ავიამზიდი „ნიმიცი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბრძოლო ხომალდია. როგორც „ამერიკის ხმის" ჟურნალისტს სტივ ჰერმანს აცნობეს წყაროებმა, „ნიმიცი" წყნარი ოკეანის დასავლეთ აკვატორიაში უკვე დისლოცირებულ ავიამზიდებს „კარლ ვინსონსა" და „რონალდ რეიგანს" შეუერთდება.


„დიდი შვიდიანის" სამიტზე იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძიო აბეს გვერდით მჯდომმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „G7-ის სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ჩრდილოეთ კორეის პრობლემას მიექცევა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner