logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მორალური მუხრუჭები რომ გაუცვდათ, გასაგებია, მაგრამ...
- +

27 მაისი. 2017. 23:53



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი 26 მაისს, აკაკი წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნუ, ეხლა, მორალური მუხრუჭები რომ გაუცვდათ, გასაგებია, მაგრამ ფიზიკურად მაინც ხომ უნდა შეიკავონ თავი?" - წერს გელა ზედელაშვილი.


ავარიის ფაქტს, რომელიც გუშინ, 26 მაისს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, „დინამო-არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ადასტურებს დაზარალებული არჩილ ძიგუაც.


შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე მოქალაქეს არჩილ ძიგუას „იქს 5"-ის მარკის ავტომობილით მოქალაქე თორნიკე ლომთათიძე დაეჯახა. ლომთათიძე საკუთარ ავტომანქანას თავად  მართავდა.


თორნიკე ლომთათიძე გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მძღოლია და კილაძის საკმაოდ ახლო გარემოცვას წარმოადგენს.


გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის 1 ნაწილით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner