logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ზბიგნევ ბჟეზინსკი - საქართველოს ერთგული გულშემატკივარი...
- +

28 მაისი. 2017. 01:03



პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოლონელ-ამერიკელი პოლიტოლოგის სოციოლოგისა და სახელმწიფო მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის შესახებ წერს, რომელიც 26 მაისს გარდაიცვალა:


„ბჟეზინსკი მახსოვს, როგორც ჩემი კოლუმბიის უნივერსიტეტის უაღრესად საპატიო და მეტად საინტერესო მასწავლებელი... საქართველოს ერთგული გულშემატკივარი, მეგობარი, რომელიც წლების მანძილზე ყოველ ჩვენ შეხვედრაზე  ემოციით იხსენებდა პოლონეთში მოღვაწე ქართველ იუნკერებს... ასევე, მადლიერებით იხსენებდა პოლონეთის ეროვნული აჯანყების დროს გახიზნული პოლონელებისადმი საქართველოს დამოკიდებულებას...

 

ხსოვნა იყოს დიდი პოლონელ-ამერიკელის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner