logo_geo
eng_logo
რეზო კვერენჩხილაძე: მათიას რუსტის ფრენამ სააკაშვილის ღრუბელ-ღრუბელ ფრენა გამახსენა...
- +

28 მაისი. 2017. 02:46



ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარმა რეზო კვერენჩხილაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გაიხსენა 30 წლის წინ, 1987 წელს, 19 წლის მათიას რუსტის მიერ განხორციელებული ფრენა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რასაც მალევე საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. მან ეს ფრენა სააკაშვილის „აგვისტოს ომის" დროინდელ ფრენას შეადარა.


„19 წლის მათიას რუსტი, რომელმაც საბჭოთა კავშირის საზღვრები გადაკვეთა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში შენიშნეს და ჰაერში გამანადგურებლებიც დაადევნეს, მაგრამ „ზემოდან" განადგურების ბრძანება არ გაუციათ, პირიქით, წითელ მოედანზე მშვიდად დაჯდომის საშუალება მისცეს. მას მშვიდად რომ ეფრინა, სამხედრო ავიაციიდან კოდი - „ია სვოი" მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ უნდა გაენადგურებინათ.

 

30 წლის წინანდელმა რუსტის ფრენამ და მესაზღვრეების მხრიდან მისმა არშემჩნევამ, სააკაშვილის ღრუბელ-ღრუბელ ფრენა გამახსენა, როცა შუა ომის დროს რუსებმა ის „ვერ შეამჩნიეს" და ასე ღრუბლებში ჩამალულს, ფოთში ჩაფრენის საშუალება მისცეს - რუსებმა ძალიან კარგად დაინახეს სააკაშვილი - მოღალატე, რომელმაც მათ თავისი სამშობლოს ტერიტორიის 20% მისცა და ზედ ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეც მიაყოლა", - ამბობს რეზო კვერენჩხილაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner