logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ზაზა მარღიას ვუთხარი, საქმეში ისეთი დეტალებია, რომელთა უარყოფას ვერ შევძლებ-მეთქი!
- +

28 მაისი. 2017. 02:58




„სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი ციხის ჯალათების: მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ნუგზარ მარღიას, ვახტანგ გუგუციძის, დავით ჩიხლაძისა და დავით ნოზაძის დაკავება საზოგადოებას არ გაკვირვებია. ისინი ხომ, ასობით ყოფილმა პატიმარმა ერთხმად ამხილა წამებაში. თუმცა, ამ სტრიქონების ავტორი სახტად მაშინ დავრჩი, როცა აღმკვეთი ღონისძიებების განსაზღვრის სასამართლო პროცესზე ჯალათების ადვოკატებს შორის ცნობილი უფლებადამცველი, რეჟიმის მიერ რეპრესირებული და ჯალათებისგან ნაწამები არაერთი მოქალაქის ქომაგი გელა ნიკოლაიშვილი დავლანდე. ვერაფრით წარმოვიდგინე, სასამართლო სხდომებზე როგორ უნდა ამტკიცოს იმის საპირისპირო, რასაც რეჟიმის მხილების მიზნით უშიშრად გაიძახოდა", - ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალში" წერს და გელა ნიკოლაშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს.


როგორც გელა ნიკოლაიშვილი ინტერვიუში აცხადებს, ის მხოლოდ ერთ დაკავებულს ზაზა (ნუგზარ) მარღიას იცავს.


„ზაზა მარღია სასამართლო დარბაზში გავიცანი, როცა მის ნათესავს ვიცავდი. სხვათაშორის, ის საქმე მოვიგე. სასამართლოს სხდომებს გულშემატკივრის სახით მარღიაც ესწრებოდა და ჩვენი ნაცნობობა იქიდან დაიწყო. პერიოდულად მირეკავდა და კონკრეტულ საკითხებზე რჩევებს მეკითხებოდა. შევიტყვე, რომ ციხის ყოფილი თანამშრომელი იყო, მაგრამ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, პატიმართა წამებაში თუ მიუძღვოდა წვლილი.

 

რეჟიმის პერიოდში და მერეც - ასობით პატიმართან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც სისტემატურად მიყვებოდნენ გადატანილი წამების შესახებ და ჯალათების ვინაობასაც მისახელებდნენ, მაგრამ მათ შორის ზაზა მარღია უარყოფით კონტექტში არავის მოუხსენებია. ახლახან, როცა დააკავეს, მისი ოჯახის წევრებმა მთხოვეს, საქმეს გავცნობოდი.

 

მთელი ღამის განმავლობაში ვკითხულობდი 1500-გვერდიან საქმეს და ბრალდებების სიმძაფრის გამო თმები ყალყზე დამიდგა. რადგან, ფაქტობრივად, ეს იყო ქაღალდზე გადმოტანილი სერიალ „ჰეროკრატიას" პასაჟები!

 

ზაზა მარღია საპატიმროში მოვინახულე და განვუცხადე - საქმეში ისეთი დეტალებია გადმოცემული, რომელთა უარყოფას ვერ შევძლებ, ვინაიდან თავად ვმონაწილეობდი მათ მხილებაში-მეთქი!

 

წამების მეთოდები, რაც ამ საქმეში ამოვიკითხე, ჩემთვის სიახლე არ იყო, მაგრამ მათმა ერთობლიობამ მაინც გამანადგურებელი შთაბეჭდილება დატოვა.

 

ჩვენს საუბრამდე მარღიას საქმის მასალები წაკითხული არ ჰქონდა, მითხრა, რომ საბოლოო პასუხს მას შემდეგ გამცემდა, რაც მისთვის წაყენებული ბრალდებების შინაარს სრულად გაეცნობოდა", - განუცხადა ზაზა დავითაიას გელა ნიკოლაიშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner