logo_geo
eng_logo
„ანა მარგველაშვილის მეგობრები სააკაშვილის დროიდან დაუსჯელობის სინდრომით არიან გათავხედებული“
- +

28 მაისი. 2017. 03:29



„ანა მარგველაშვილის სამეგობროში ძალიან ბევრი ნარკომომხმარებელია და ეჭვი მიჩნდება, რომ პრეზიდენტი ნარკოტიკების გამსაღებელთანაც მეგობრობს", - ამ საკითხზე უფლებათადამცველმა გიორგი მუხიგულაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობრებისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკების ეს დოზა არა მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის, არამედ გასაღებისთვისაც შეიძლება იყოს გამიზნული.


„2007 წელს ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, რომელიც ერთი ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს და იგი საავადმყოფოში მოხვდა. გოგოჭურს პოლიციელები კლინიკაში მიადგნენ და დააკავეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ერთი წლის შედგომ ადეიშვილის სანაქებო პროკურატურამ საოცარი ილეთი ჩაატარა და მინდია გოგოჭური ბრალდებულად არ ცნო, არადა, 10 მოწმე მაინც ადებდა ხელს და აცხადებდა, რომ სისხლიანი გარჩევის დროს მინდია გოგოჭური პისტოლეტიდან ისროდა.

 

მინდია გოგოჭური ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვისაც იყო დაკავებული, მაგრამ სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. 6 თვის შემდეგ იგი კვლავ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაიჭირეს და 5-წლიანი პირობითი მსჯავრის გოგოჭურს კიდევ 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაუმატეს, არადა, საქართველოს კანონმდებლობით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულს განმეორებით თუ ჩაიდენს, მას საპატიმრო სასჯელს უფარდებენ და იმ წლებსაც უმატებენ, რომელიც პირობითად ჰქონდა მისჯილი, მინდია გოგოჭურის შემთხვევაში კი სასამართლომ კანონი დაარღვია.

 

2008 წლის ზაფხულში გოგოჭური კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევის თანამონაწილე აღმოჩნდა, თანაც თავის მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან ერთად, რომელიც ახლახან დააკავეს და ანა მარგველაშვილი ამბობს, ნარკოტიკი ჩაუდესო.

 

2009 წელს მინდია გოგოჭური და თორნიკე კაჭარავა კლვავ ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააპატიმრეს, მაგრამ ციხეში ისევ არ ჩასვეს - მათ საპროცესო გარიგება გაუფორმდათ.

 

ვფიქრობ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მარგველაშვილი ნიკა რურუასთან მეგობრობდა და სააკაშვილის სხვა მაღალჩინოსნებთანაც თბილი ურთიერთობა ჰქონდა.

 

მინდია გოგოჭური და მისი ძმაკაცები, რომლებიც ანა მარგველაშვილის მეგობრებიც არიან, სააკაშვილის დროიდან მოყოლებული დაუსჯელობის სინდრომით არიან გათავხედებული. ანა მარგველაშვილი თავის ნარკომან მეგობრებს აგულიანებს - ნუ გეშინიათ, მამაჩემი ყველას შეგიწყალებთო! მისი მეგობრები, რომლებსაც ხშირად მოსდით ე.წ. პერედოზიროვკა, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაჟიანი პაციენტები არიან!", - აცხადებს გიორგი მუხიგულაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner