საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემის გამოცდას პირადად დაესწრო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. საბრძოლო მოწყობილობა სამხედრო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციალისტებმა შექმნეს.
საჰაერო დავდაცვის სისტემის საცდელი გაშვება ფხენიანის ლიდერმა მოიწონა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს ანალოგიური სისტემის გაშვებისას აღმოჩენილი დეფექტები სრულად არის ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად აშშ-ის ავიამზიდების მესამე დამრტყმელი ჯგუფი გაემართა.