ავტორი გიორგი მამაცაშვილი
„ახალი დეტალი იურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში. საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილს მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე სისტემატურად სტუმრობდა კიტოვანის გვარდიელი დავით ახრახაძე. ჩემი წყაროს ინფორმაცით, იურა ვაზაგაშვილის მკვლელობა სწორედ დავით ახრახაძემ დაგეგმა. გამოძიება ახრახაძის პერსონით არც დაინტერესებულა - მეტიც მას სამსახური მისცეს და ვეტერანთა დეპარტამენტში დაასაქმეს იმერეთში. მფარველობდა ჯერ ირაკლი შიხიაშვილი, მერე კობა კობალაძე. იმედია, ვაზაგაშვილის საფლავზე ამოღებული მეორე უცნობი დნმ-ის ნიმუში შენახულია. დავით ახრახაძეც დაისჯება ძალიან მალე !!!! მოუწევს დამკვეთის დასახელება !!!!" - დაწერა და მაშინვე სოციალური ქსელის საკუთარ კედელზე გამოაქვეყნა ეს განცხადება „ქრონიკა+"-ის რედაქტორმა. თუმცა, იმდენად აბსურდული რამ მოუვიდა აზრად, ძალიან მალევე მიხვდა საკუთარ უვიცობას და ზემოთაღნიშნული ფეისბუქ - პოსტი მალევე წაშალა. საინტერესოა, ვინ არის დავით ახრახაძე და რა საერთო შეიძლება ჰქონდეს იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან, ან სოსანაშვილთან და გნებავთ - ელისო კილაძესთან? ვესაუბრებით აფხაზეთის ომის ვეტერანს, დავით ახრახაძეს: - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.
გთავაზობთ ამონარიდს დავით ახრახაძის ინტერვიუდან:
- ელისო კილაძეს ომის დაწყებამდეც ვიცნობდი შორიდან, მაგრამ დაახლოებით თხუტმეტი წელია, პირადად ვიცნობ. მისი „მოღვაწეობის" შესახებ დღემდეც ბევრი რამ მსმენოდა და თვითმხილველიც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ასე უზნეოდ თუ დაამთავრებდა თავის „მოღვაწეობას", ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. უკვე რამდენიმე წელია, „მკბენს" და რით ვერ გაძღა ჩემი „კბენით", მართლა მაინტერესებს...
- და მაინც - რატომ ამოგიჩემა, დათო?
- მე კი არ ამომიჩემა, ნაცების დაკვეთას ასრულებს! ყველას დააბრალებს რამეს, ვინც მაგაზე ხმას ამოიღებს! ჩათლახს როდის იყო, რაიმე რცხვენოდა! იმდენად შეტოპა ლაფში, მაგას უკან დასახევი აღარა აქვს უკვე, მაგრამ ეს ბრალდება და ბოდვა ცოტა ზედმეტი მოუვიდა - ნაცებმაც აღარ აიტაცეს, ისეთი სისულელე დააბრეხვა და ამიტომ იყო, მალევე რომ წაშალა კიდეც პოსტი. „ტელევიზიის შენობასთან გავიცანი თბილისის ომის დროს და სამეგრელოს აწიოკებაშიც მონაწილეობდაო" - კილაძემ ჩემზე დაწერა რამდენიმე ხნის წინ.
გიორგი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ელისო კილაძე ბოდავს! თბილისის ომში არ მიბრძოლია! მეტიც - არც გვარდიაში ვარ ნამყოფი და არც - „მხედრიონში"! ფანტაზიამ უღალატა და ეგ იყო... არადა, გაცილებით უკეთესი ვერსიის გამოგონება შეეძლო და აჯობებდა, ცოტა ნაკლებ რეზონანსული საქმე „აეკიდებინა" ჩემთვის (იცინის - ავტ.), უფრო დაიჯერებდა ვიღაც უცხო... ახლა ისეთი დააბრეხვა, მეგი გოცირიძესაც არ ჯერავს... ეს სისულელე რომ დაწერა და მალევე რომ წაშალა, მივწერე - ელო, დააბრუნე ჩემზე დაწერილი სისულელე თავის ადგილზე, თორემ დავიწყე ტელევიზიის ამბებიდან და ჩავედი ზუგდიდამდე-მეთქი, მაგრამ არ ატოკებია ნერვი :) კითხულობს, ვიცი, ამ ინტერვიუს და მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელშიც დავწერე, აქაც გეტყვით: ამ ქალს ტვინი არა აქვს.... ხომ ხედავს, რა მწარეა, შვილი რომ ციხეზე ყავს?! მაგიტომ არ ვუჩივლებ მეც! ვიცი, რაა ციხე! ეგ „ბელუქსის ძროხა" ვერ ხვდება, რომ მე საციხოდ მიმეტებდა? „ბელუქს"!!! სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას ვერ ააწყობ, ბაბაია! რაც სხვისთვის გინდოდა ამ წლების განმავლობაში, ის მიიღე უკვე. არადა, კიდევ არაა გვიანი, გამოერკვე, მოინანიო და შეეშვა ყველაფერს! მეც შემეშვი! გაფრთხილებ! შენ ყველაზე უკეთ იცი, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი! და არა იმიტომ, რომ ჩიტები მყავს... არამედ, იმიტომ, რომ თვითმხილველი ვარ ყველაფრის! მოინანიე და ცოტათი მაინც დაემსგავსე ადამიანს, თუ გინდა, რომ ქუთაისის ბატალიონის „მურკად" არ დარჩე დარჩენილი ცხოვრების მანძილზე! „ნაცები" ვერასდროს ვერ მობრუნდებიან! ვერასდროს! პირადად მე და ''სტარაია გვარდია'' არ დავუშვებთ ამას... დიახ, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და უფრო მეტს გეტყვი: სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს არ დავაბრუნებინებთ არავის! და შენც ხელახლა იმ პოზაში იქნები, 1992-93 წლებში როგორშიც იყავი!
- ვფიქრობ, რაღა უნდა გითხრა და სათქმელს მართლა ვერ ვპოულობ...
- დავასრულებ საუბარს, გიორგი... სააკაშვილის და ფულის მოყვარული ადამიანისგან გიკვირს მსგავსი რამ? ელისო კილაძე და ზნეობა შორს არიან ერთმანეთისგან! ადამიანი მე რომ მკვლელობას დამაბრალებს და თან ასეთ ტყუილს იტყვის, იმას რა ზნეობაზე უნდა ელაპარაკო?! „სამეგრელოს არბევდაო" - თქვა და იმდენიც არ იცის ამ უჭკუომ, რომ სამეგრელოს დარბევის და აწიოკების დროს მე უკვე ცალფეხა კაცი ვიყავი! შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმები ისე მოვილიე, მსგავსი რამ იმათაც არ დაუბრალებიათ! ან, ჩემს კომპიუტერში რომ ცდილობს შემოჭრას, რა დაკარგვია?
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45766