მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ( http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=443 ) კომენტარს აკეთებს. როგორც ლანა პაპიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, გამოძიება ჩიხშია შესული:
„ისეთი უზუსტობებია ნათქვამი, რომ გაოგნებული ვარ. მაგდას ბოლო პერიოდის მდგომარეობაზე რომ არის ნახსენები ჩემს ჩვენებაში, აქაც უზუსტობაა, რადგან მე ნათქვამი მქონდა, რომ ჩემი და უმძიმესი დიაბეტის მატარებელი იყო, შესაძლოა, გახლდათ განერვიულებულ მდგომარეობაში. დღიური გამოვითხოვეთ და არ გვაჩვენეს. მაგდა გაოგნებულია, ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებიაო. ამბობს, მოითხოვეთ ექსპერტიზა კალიგრაფიაზეო!" - განაცხადა მაგდა პაპიძის დამ.