კომპოზიტორ რუსა მორჩილაძე ახლახანს მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, მუსიკოსს ამ თანამდებობაზე ბევრი გეგმა აქვს.
„მაქვს სიახლე - ერთი კვირის წინ დავინიშნე მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ. მაქვს გეგმები, რა თქმა უნდა. ამ პროფესიის წარმომადგენელი ვარ, კარგად ვიცი, რა პრობლემებია და მაქვს დასახული ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზებიც. პრაქტიკაში არ მქონია აქამდე ამის საშუალება, ახლა კი მომეცა, რომ თეორიული ცოდნა გამოვიყენო. რასაკვირველია, ამ ყველაფერს ჩემს კოლეგებთან ერთად გავაკეთებ, ყველა ნამდვილ მუსიკოსთან ერთად და ამ სიტყვას ხაზს გავუსვამ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ნამდვილი მუსიკოსი", - აცხადებს მორჩილაძე.