logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ძველ მენეჯმენტს კომპანიის ერთობლივი მართვა შესთავაზა
- +

28 მაისი. 2017. 16:41



კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ძველ მენეჯმენტს და აქციონერებს კომპანიის ერთობლივი მართვა შესთავაზა. ჩიქოვანი მათ უკვე შეხვდა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.


როგორც „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში აღნიშნა, მას სასამართლომ სრული წარმომადგენლობითი უფლებები მიანიჭა.


„მე სასამართლომ სრული წარმომადგენლობითი უფლებები მომანიჭა. მიუხედავად ამისა, დანიშვნისთანავე შევხვდი ძველ მენეჯმენტს, აქციონერებს და მათ ერთობლივი, გახსნილი მუშაობა შევთავაზე. გავრცელდა ჭორები, თითქოს სახელმწიფო კომპანიის ექსპროპრიაციას აპირებს. არავითარ შემთხვევაში, ეს ასე არ არის და ისინი ამას დაინახავენ თუნდაც იმით, რომ მათთან შეუთანხმებლად მე არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, არ გავაკეთებ ფინანსურ ოპერაციებს, ისინი დაინახავენ რა ხდება, როგორ იმართება, სად მიდის თანხები და თუ სურვილი ექნებათ, ერთად განვახორციელებთ ამას, ჩემი ხელმძღვანელობით.

 

მე პატივს ვცემ სხვის საკუთრებას და ამიტომ შევთავაზე ერთობლივი მართვა. კომპანიაში არის ელექტრონული მართვა და ამაშიც არაფერი შემიცვლია, ერთადერთი ამ სისტემაში ჩემი ხელმოწერა დაემატება", - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner