„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ყარაბაღში საქართველოს მოქალაქეებით დაკოპლექტებული ბატალიონის გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა", - ამის შესახებ facebook-ზე ჟურნალისტი ირაკლი კორძაია წერს.
მისი ინფორმაციით, პარალელურად მსგავსი ინიციატივა გაახმოვანა უკრაინის ქართული ლეგიონის მეთაურმაც.
„არის თუ არა ეს საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის მცდელობა? ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც, ასეთი ინიციატივები, რბილად რომ ვთქვათ, მათი წაჩხუბების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ მეშლება, შემისწორეთ", - წერს კორძაია.