logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე ელისო კილაძეზე: 5 ტყუილს ჩამოგითვლით, რაც მის ნეტარ ბაგეებს დასცდა!
- +

28 მაისი. 2017. 17:23



„ახალი დეტალი იურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში. საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილს მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე სისტემატურად სტუმრობდა კიტოვანის გვარდიელი დავით ახრახაძე. ჩემი წყაროს ინფორმაცით, იურა ვაზაგაშვილის მკვლელობა სწორედ დავით ახრახაძემ დაგეგმა. გამოძიება ახრახაძის პერსონით არც დაინტერესებულა - მეტიც მას სამსახური მისცეს და ვეტერანთა დეპარტამენტში დაასაქმეს იმერეთში. მფარველობდა ჯერ ირაკლი შიხიაშვილი, მერე კობა კობალაძე. იმედია, ვაზაგაშვილის საფლავზე ამოღებული მეორე უცნობი დნმ-ის ნიმუში შენახულია. დავით ახრახაძეც დაისჯება ძალიან მალე !!!! მოუწევს დამკვეთის დასახელება !!!!" - დაწერა და მაშინვე სოციალური ქსელის საკუთარ კედელზე გამოაქვეყნა ეს განცხადება „ქრონიკა+"-ის რედაქტორმა. თუმცა, იმდენად აბსურდული  რამ მოუვიდა აზრად, ძალიან მალევე მიხვდა საკუთარ  უვიცობას და ზემოთაღნიშნული  ფეისბუქ - პოსტი მალევე წაშალა.  საინტერესოა, ვინ არის დავით ახრახაძე და რა საერთო შეიძლება ჰქონდეს  იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან, ან სოსანაშვილთან და გნებავთ - ელისო კილაძესთან? ვესაუბრებით აფხაზეთის ომის ვეტერანს, დავით ახრახაძეს: - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.


გთავაზობთ ამონარიდს დავით ახრახაძის ინტერვიუდან:


- რამდენიმე დღის წინ ელისტრახო „აქოთდა", 2-3 დღის მერე კი ჩემსკომპიუტერში „რაღაც" მოხდა. ვიღაცამ ვირუსი შემოუშვა და ერმილე ნემსაძე დამემოწმება, რაღაცეების წაშლა მოინდომა... ელო, ახლა მისმინე! რა „ნიანგი" უნდა წამიშალო მაგ კომპიუტერში,  არ ვიცი, მაგრამ მეხსიერებაში მაქვს ყველაფერი. მხოლოდ მადლობას გეტყვი იმის გამო, რომ „დამაძალე" და ორი  წლის გადაუყენებელი „ვინდოუსი" გადამაყენებინე. :)  ასეთი ზარმაცი ვარ, გოგო...  ელო, თუ რამე „სქრინები" ან საჭირო რაიმე მაქვს, „ჩიპზეც" მაქვს და დანარჩენ ორ ლეპტოპსა და ორ პლანშეტზეც!  ნუ ხარ შენ მართლა თხა, ჭაკი და ჯუა!  „რეპორტიორის" საიტზეც რომ განხორციელდა მსგავსი სახის კიბერ-შეტევა, უფრო ვრწმუნდები, რომ კილაძის ქალი აღარ „ხუმრობს". არადა, მაგის ხუმრობა არ გეიშვა :)


- დათო, კიტოვანის გვარდიაში არ ვმსახურობდიო, ამბობ და აფხაზეთის ომის დროს  რომელი ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდი?


- გიორგი, მაგ კითხვაზეც გიპასუხებ და სააკაშვილის ელისოს საპატივცემულოდ, ხუთ ტყუილს ჩამოგითვლით, რაც მის ნეტარ ბაგეებს დასცდა: 1. ელისტრახო ამბობს, თითქოს მე კიტოვანის გვარდიელი ვიყავი..... მე არასდროს ვყოფილვარ გვარდიელი! ვმსახურობდი  ქუთაისის ეროვნულ ჯარში! 2. ელისო ამბობს, თითქოს მე ტელევიზიასთან გამიცნო თბილისის ომის დროს. მე არ ვყოფილვარ არასდროს თბილისის ომში, რადგან მე ეროვნულ ჯარში შევედი 1992 წლის ნოემბერში! 3. ელისო ამბობს, რომ მე ზუგდიდს ვაოხრებდი. მე ომის დაწყებისთანავე დავკარგე ერთი ფეხი და მგონი, ცალფეხა კაცი ადვილი შესამჩნევი ვიქნებოდი, თუ ვინმეს „ავაოხრებდი"...  4. ელისტრახო ამბობს, რომ მე სოსანაშვილს სისტემატიურად ვსტუმრობდი. სინამდვიილეში, მე სოსანაშვილი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი!  5. მთავარი ტყუილი - მე აფეთქება დავგეგმე. ამას უკომენტაროდ ვტოვებ. ამ ბოდვის და სიბინძურის გაბათილებას არც ვაპირებ!  და ერთიცაა: როცა ჩვენს „მაოხრებლობაზე" საუბრობს, ნუ დაავიწყდება, რომ ძალიან „ჩახუტებული" კი იყო მაშინ ჩვენს „გვარდიასთან" - „კიტოვანისტებთან"... თუ კარგად ვერ გაიგეს, გავუმეორებ ელისო კილაძესაც და მის „ტროლებსაც":  შეეშვით დათო ახრახაძეს, თორემ თუ უნდათ  გვარების „გაიასნება" სახალხოდ - მიიღებენ!  სხვებისგან განსხვავებით, მე მართლა ძალიან  ბევრი ვიცი - სახელ-გვარებით! ეგებ, მისი ოჯახის რომელიმე  წევრს შერცხვეს და გააჩეროს ეს ქალი!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45766


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner