logo_geo
eng_logo
„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს
- +

5 აპრილი. 2016. 13:44



შპს „სტუდია მაესტროს" ახალი დირექტორი ჰყავს. პარტნიორთა კრებამ 80%-ით 20%-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას.



მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ზურაბ ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში.



რადგანაც არ არსებობს წინააღმდეგობა და საშიშროება დავის, ზურაბ ნაყეური სავარაუდოდ დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შეუდგება ვალდებულებების შესრულებას. მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც დღეს საჭიროა მენეჯერი, ვინცმაესტროში" არსებულ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner