logo_geo
eng_logo
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი
- +

28 მაისი. 2017. 18:49



საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;


სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს  შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აღიარებს საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დისკუსიებში და მიესალმება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ამ საკითხში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით;



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner