logo_geo
eng_logo
პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
- +

5 აპრილი. 2016. 13:45



პროექტ „ახალი თბილისის" ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის #26-ში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ.


დავით ნარმანია ახალგახსნილი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


აღამშენებლის #72-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე სახლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება და ასევე მიმდინარეობს სიანჟინრო საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაცია.


 

საინფორმაციო ცენტრი უშუალოდ ჩემი დავალებით გაიხსნა, რათა მოსახლეობამ უშუალოდ ცენტრში მიიღოს ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობის შესახებ, როგორც ხარისხზე, ვადებზე და სხვა ტიპის ინფორმაცია. თბილისის განვითარების ფონდში სიარული მათთვის დისკომფორტი იქნებოდა. ასე რომ, მოსახლეობას აქვე ექნება ცენტრი და ასევე აქედან მოხდება სარეაბილიტაციო პროექტების მართვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მოსახლეობას აქვს გარკვეული კითხვები, რადგან დავით აღმაშენებლის გამზირზე აღნიშნულ მონაკვეთში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.


 

შესაბამისად, ეს მოითხოვს გარკვეულ სპეფიციკურ რეაბილიტაციას და რესტავრაციის რეჟიმს. მოსახლეობას აინტერესებს, სახლების საბოლოო სახე როგორი იქნება. ასევე ინვესტორებს აინტერესებს, როგორი ფართები იქნება და როგორ მოხდება ქუჩის რეაბილიტაცია. ყველას ქნება საშუალება, მათთვის საჭირო ინფორმაცია საინფორმაციო ცენტრისგან მიიღოს", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.



აღმაშენებლის გამზირზე აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner