ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა გარკვეული ხნით ცალმხრივად განხორციელდება.
დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით ქუთაისის გავლით, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე ცალმხრივად განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა.
ჯერჯერობიძთ უცნობია, რამდენი დღის განმავლობაში გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა.
შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლით გზაზე რამდენიმე გახმაურებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მოუწესრიგებელი გზა სახელდებოდა.