ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების ამსახველ ექსკლუზიურ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ჩემს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრებია, უამრავი ასეთი ფოტო ჩამივარდა მაშინ ხელში და შევკრიბე და ეს კლიპიც გავაკეთე. სხვათაშორის, ეს ფოტოები იმდროინდელი კუდ-ის გადაღებულია, როცა პოლიციის სამმართველოში ასე არაადამიანურად შეყარეს აქციის მონაწილეები, თავად იღებდნენ ამ ნაცემ ბიჭებს, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს კადრები ჩემთან მოხვდებოდა!" - წერს ნინო ჯღარკავა.