logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: არ მოიხნას, მარა არ გაიყიდოს! ესაა ჩვენი მიზანი?!
- +

28 მაისი. 2017. 21:19


„რატომაა ეროვნულ ტრაგედიად გამოცხადებული 10 ათასი ბავშვის გამოსაშვები „გამოცდების ვერ ჩაბარება" ზოგისთვის, ნამდვილად ვერ ავხსენი. კომუნისტების დროინდელ სტატისტიკას მოვიყვან: ქალაქ ზუგდიდში ყოველწლიურად იმდენი ოქროს მედალი გადიოდა, რამდენიც ერთად აღებული ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში. ზუგდიდელების ნიჭიერებაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, ბალტიისპირელების საპირწონედ, მაგრამ... შედეგი სახეზე გვაქვს (შედარება თქვენთვის მომინდია)",-  ამ სიტყვებით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია გამოსაშვები გამოცდების საკითხს ეხმაურება.


„ან ორდიპლომიან ტაქსის მძღოლებზე რომ ვღადაობთ, უმეტეს შემთხვევაში მართლა 2 დიპლომთან გვაქ საქმე, მაგრამ ისაც ფაქტია, მათი 90% უსმენს რადიო „არ დაიდარდოს" და სიმღერას - „ყვავილები გიყვარდა, ანზორი, თავზე გადგას ეხლა ციხის ნადზორი". შორს აღარ წავალ და აგერ სულ მოკლე ხნის წინ ქვეყნის ხერხემალი დიპლომიანი იყო! მართალია ყველაზე უკონკურსო „გეპეის" ფაკულტეტის, სადაც ორიანმიღებულებსაც რიცხავდნენ, მაგრამ ხო ქონდა დიპლომი? არ აეღო ის დასაწვავი დიპლომი, ხო იჯდებოდა ეხლა მამისეულ „კამაზზე" მატროსოვის მაგივრად და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნებოდა და მისთვისაც?! ხო, დავცინოთ ძირძველ ეთნიკურ უმცირესობებს, ის პარიკმახერია, ეს მეწაღე, ის მენაგვე და ვუყუროთ დიპლომიანმა, მაგრამ უმუშევარმა მშიერმა ქართველებმა ზემოდან, თან თუ ბებია თავადის ქალი გყავს ხო, საერთოდ...

 

დათო ტურაშვილმა თქვა ერთხელ ეთერში და აბსულუტურად ვიზიარებ, ქართველი დედა უნიკალურია (ბევრ სიკეთეშიც, რა თქმა უნდა), ის მზადაა, ყველაფერი გაყიდოს და თავის შვილს დიპლომი ააღებინოს, რომ მერე დიპლომიანი შრომის უუნარო „დებილი" ეჯდეს სახლში!.. უცხოელებზე არ გაიყიდოს ქართული მიწა! დიდებული ლოზუნგია აბსოლუტურად ვიზიარებ, ოღონდ... დიპლომიან კაცს რომ მიწაზე არ მიუწევს გული, არ ახალია! დე, არ მოიხნას, მარა არ გაიყიდოს! ესაა ჩვენი მიზანი?!

 

მგონია, კომუნისტური, ქართველურ-კომუნისტური (ეს სულ სხვა ფენომენია ტრადიციული კომუნისტურისგან განსხვავებით), გამოვდივართ, მაგრამ თურმე სადა ბანაობ? სხვებს რა მოვთხოვო, ისეთმა ინტელექტუალებმა გამოავლინეს აღშფოთება იმაზე, რომ 100% აინშტაინი არ იზდება საქართველოში, რომ არ ვიცი, რაღა ვიფიქრო, იმედი მაქ, გონებრივი განსჯის შედეგად არ ხდება ეს უფრო კომბლედევნია მინისტრის ანტიპატია იწვევს ესეთ წვეტიან აზრებს აღშფოთებულებში", - აღნიშნა თოფურიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner