დავით საგანელიძის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი" ე.წ. რომანოვების სასახელესთან დაკავშირებით კონცეფციას უახლოს მომავალში წარადგენს. მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდისთვის" ეს არის ძალიან დიდი პატივი, დიდი ვალდებულება.
„ძალიან მალე დავდებთ იმ კონცეფციას, რომელიც ამ ისტორიული ძეგლის აღდგენას, რეაბილიტაციას და მის მომავალს დაუკავშირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. რომანოვების სასახლე სამართავად „საპარტნიორო ფონდს" გადასცა.