logo_geo
eng_logo
ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა თელავში ოფიციალურად გაიხსნება
- +

28 მაისი. 2017. 22:46


2017 წლის 29 მაისს 15:00 საათზე თელავში ოფიციალურად გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლა. ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს შორის. 2015 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 18  სალოტბარო სკოლა (წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი).


საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner