28 მაისიდან, 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში იმოგზაურებს. სამების საკათედრო ტაძარში მდებარე ხარების ტაძრიდან ხატი სტეფანწმინდის რაიონში წააბრძანეს, სადაც მას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდება.
მოლოცვა ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის, ასევე უწმინდესისა და უნეტარესის, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 85 წლის თავს დაამთხვიეს.