logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში!
- +

28 მაისი. 2017. 22:56


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქართული დიასპორის წარმომადგენლების ფორუმზე, რომელიც დიასპორის საკითხებს მიეძღვნა ქართველ ემიგრანტებს მიმართა:

 

„რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით რომ დაბრუნდით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში" ,- ბრძანა ილია მეორემ.


პატრიარქმა ასევე მადლობა გადაუხადა დიასპორას, როგორც სულიერი ისე მატერიალური დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ.

 

„თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში და რომლებიც ჩვენი სულიერი კულტურის ცენტრები გახდა, ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ. თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ", - აღნიშნა ილია მეორემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner