logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ლოგიკური იქნება, საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი
- +

5 აპრილი. 2016. 13:47


 

„ლოგიკური იქნება, რომ საარჩევნო სიის პირველი  ნომერი იყოს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი", - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.  



პარლამენტარი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო სიის სამეულთან (გიორგი კვირიკაშვილი, კახი კალაძე და დავით სერგეენკო) დაკავშირებით და განაცხადა, რომ სამივე მათგანი პარტია „ქართული ოცნებისთვის" ღირებული ფიგურები არიან.




„სამივე მათგანი ღირებულია პარტიისთვის. მათი მუშაობის შედეგი საზოგადოებამ იცის. ბატონი გიორგი კვირკაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს უდავოა და გადაწყვეტილება მიღებულია. სავარაუდოდ, ლოგიკური იქნება, რომ პირველი ნომერი იყოს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. დანარჩენ ორზე პასუხს ვერ გაგცემთ. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი",-განაცხადა ქანთარიამ.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner