logo_geo
eng_logo
ნინო შუბლაძე: 3 წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ტელევიზიას!
- +

29 მაისი. 2017. 02:02


 

ნინო შუბლაძე, რომელმაც 3 წლის წინ პაუზა აიღო და სახელმწიფო სტრუქტურაში გადაინაცვლა, დღეს კვლავ ტელევიზიას უბრუნდება.

 

„3 წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას. მალე შევუერთდები „TVპირველის" არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა! ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას"  მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის!" - წერს ნინო შუბლაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner