logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: არასოდეს დამავიწყდება...
- +

29 მაისი. 2017. 02:34



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს შემთხვევით გავიგე რომ ლია ელიავას დაბადების დღეა! ვიცოდი როგორი გულშემატკივარი იყო, ოთართან ერთად ეროვნული მოძრაობის! ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი 1991 წლის 9 აპრილს, როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა, უბედნიერესი სახით მოდიოდა შუა რუსთაველზე, ნაცნობს თუ უცნობს ულოცავდა გამარჯვებას. მისი სიტყვები ეხლაც მახსოვს: -მიუხედავად იმისა რომ შეუძლოდ ვარ,სიცხე მაქვს, არ შემეძლო სახლში გავჩერებულიყავი და არ მოვსულიყავი მიტინგზე! ყოჩაღ ზვიად გამსახურდიას! ვაკვირდებოდი მიუხედავად განვლილი წლებისა მასში მაინც ირეკლებოდა „მამლუქისა" და „ბაში-აჩუკის" ფილმებში განსახიერებული ლეგენდარული პერსონაჟები... იმ ბედნიერი დღის შემდეგ სისხლის წვიმები დადგა საქართველოში და გაღიმებული სახით აღარავინ დადიოდა... მახსოვს კოლხურ კოშკში ვიყავი როდესაც მოიტანეს ამბავი ლია ელიავას გარდაცვალების, დიდი თუ პატარა დამწუხრებული იყო... იმ დღეს ძალიან დიდი მიტინგი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო და უამრავი ხალხი გალის ქუჩაზე დავეშვით, ფეხით წავედით სამძიმარზე, არასოდეს დამავიწყდება ოთარ კობერიძის უკიდეგანო სევდა და ცრემლიანი თვალები, ჯერ კარში იდგა, მერე ცალკე ოთახში განმარტოვდა,რამდენიმე ადამიანი შევედით, მარტო არ დავტოვეთ, ბევრ რამეს იხსენებდა... მათ საცხოვრებელ სახლთან კი მოძრაობა იყო შეწყვეტილი ისეთი მრავალრიცხოვანი ხალხის კოლონა წამოვიდა კოშკიდან.... ზუსტად 13 ოქტომბერს დაკრძალეს ლია ელიავა, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღეს..." - წერს შონია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner