logo_geo
eng_logo
ნანა ჩაჩუა: შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს?!
- +

29 მაისი. 2017. 02:55


 

„შესაძლებელია თუ არა, გავუღიმოთ ყველას? - პასუხიც აქვეა - შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს? აი, ზოგადად, რომ გიყვარს იმ ადამიანს გაუღიმე იმ პეტრეში და თუ ამასაც ვერ ახერხებ, შენს თავს გაუღიმე მასში", - აღნიშნულის შესახებ ფსიოლოგმა ნანა ჩაჩუამ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„ხშირად იციან თქმა: მე ფარისეველი კი არა ვარ, თუ ადამიანი არ მომწონს, იმას გავუღიმო. შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს. აი, ზოგადად რომ გიყვარს, იმ ადამიანს გაუღიმე იმ პეტრეში. შენ გახსოვს, რომ ძალიან ცუდად მოგექცა, შენზე რაღაცა თქვა და ამიტომ, დიახაც, ამბობ: - მე რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი. ვინ გითხრა, რომ არ უნდა გადადგა, შენ ეუბნები ამას შენს თავს. აი, როდესაც გამარჯობას ეტყვი, გაუღიმებ და შეიძლება დაგიბრუნოს გამარჯობა და დავუშვათ, ასე თქვა: - რას მეუბნობოდა ეს გამარჯობას, შენ ხარ ამ დროს კარგად. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ იყო კარგად. არასდროს არა ხარ კარგად, როდესაც ვინმეს მიმართ ნეგატიურად ხარ განწყობილი. არასოდეს, არცერთმა ადამიანმა არ თქვას, რომ თუ ვინმეს მიმართ აქვს რაიმე ნეგატიური, აგრესიული, ანგარიშსწორების განწყობილება, რომ ის თვითონ კარგად არის. ის შინაგანად არასოდეს არ არის კარგად. შეიძლება მხიარულობდეს, იცინოდეს, მაგრამ შინაგანად მაინც არ არის კარგად. შეიძლება ის კონკრეტული ადამიანი თავისი ქცევიდან გამომდინარე არც ელოდებოდეს შენგან ამ კეთილგანწობილებას, მაგრამ მასში ელაპარაკე იმ ზოგად ადამიანს, რომელიც შენ გიყვარს. შენს თავს ელაპარაკე ბოლოსდაბოლოს მასში. შენ მიესალმე მასში შენს საკუთარ თავს, შენს საკუთარ მეს. ყოველი ადამიანი, მეორე ადამიანთან მიმართებაში მხოლოდ თავის თავს ამჟღავნებს", - აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

 

 

წყარო: http://www.etaloni.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner