logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ვიიიშ… გიგილოს თბილისის მერობა აღარ უნდა?!
- +

29 მაისი. 2017. 03:08


 

„ნაციონალების" განაყარმა პარტიამ - „ევროპულმა საქართველომ" სპორტის სასახლეში ყრილობა გამართა. პარტიის გენმდივანმა, „გასროკილმა" გიგი უგულავამ თქვა, თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, მაგრამ ბოღმას, შურისძიების სურვილს არ ვგრძნობო. თუ იგრძნობ კიდე, რააა! სასაცილოა, დედაქალაქის მყვლეფავ-მგლეჯავი იძახის, ციხეში უსამართლოდ ვიჯექიო და კიდევ ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს:


„დღეს ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეს ახალი ბრძოლაა და პირობას გაძლევთ, ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ვარდების რევოლუციის ღირებულებების ერთგული. ახლაც ვამბობ, რომ კმარა, საქართველო არ იმსახურებს იყოს უიმედო, ღარიბი, ერთ ადამიანს დამორჩილებული. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს".


არაფერი ახალი, არაფერი ინოვაციური, არავითარი სინანული, ეს შეთხელებული და „გაევროპელებული" ხროვა იგივე „იდეალებს" აწვება, ანუ ისევ სისულელეებს ატრიალებს. გიგილოს თბილისის მერობა აღარ უნდა, ამ თანამდებობასთან ძალიან ცუდი მოგონებები აკავშირებს. არა, იყო კარგი რაღაცებიც, სანამ მიშა სააკაშვილი გადაშენდებოდა, იყო გულავი, ბოზებში 100-დოლარიანების ფრიალი, უცხოეთში სეირნობა და... ნუ, ეხლა ყველაფერი ხომ არ ითქმება?!


მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნებაო, მეხივით გავარდა თბილისში ხმა! ნეტაი გამაგებინა, ეს ქალი კაცია თუ ქალიაო? - ამოიხვნეშა პენსიონერმა ჟენია დეიდამ, რომელსაც „ევროპული საქართველო" პენსიის მომატებას პირდება 50 ლარით. ეეეჰ, დაგიძველდათ მეთოდები, ქალბატონო ხოშტარ, პენსიის მომატებით ხალხი რომ ტყუვდებოდა, ეგ ბალები დაიკრიფა! სჯობდა, ისევ ის აქცია წამოგეწყოთ, მიშას გადაშენებისას რომ შეწყდა - ღიმილიანი საქართველო! მიშამ უკვე დააძრო ათასობით პენსიონერს კბილები, თქვენ კიდე დაპირდით, რომ ჩაუსვამთ, უფრო ეფექტური დაპირება იქნება! არა, თქვენ არავინ აგირჩევთ, რამდენიც არ უნდა იბოდიალოთ უბან-უბან, მაგრამ დაპირება მაინც მომხიბლავი უნდა იყოს!


„ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, როგორც ხშირად პოლიტიკოსებს მიაჩნიათ. ჩემი გამარჯვება იქნება გულწრფელი მხარდაჭერის მოპოვება და მისი გამართლება. ხშირად მეუბნებიან, რომ წარსულზე არ უნდა ვისაუბრო, მე კი ვამბობ, დიახ უნდა ვისაუბროთ, რათა გავიაზროთ შეცდომები და შევქმნათ უკეთესი ქალაქი".


ვიიიშ... ეს რა განუცხადებია ელენე ხოშტარიას, ეს რა დაპირებები გაუც-გამოუცია? გულწრფელობის მოპოვება მინდა და ეგრევე პენსიებს გავზრდი 50 ლარითო? და შენ როგორ გაზრდი, საკრებულომ რომ არ დაგიმტკიცოს, მერე შენი გულწრფელობა ვჭამოთ? ან როგორ იქნება მაი ამბავი, დედაქალაქში პენსია 50 ლარით მეტი იქნება რეგიონებზე, თუ იქაც უმატებ? არა, გამარჯვების შემთხვევაში რეგიონების ამბავს არავინ შეგეკითხება, მაგრამ თუკი იტყვი, რომ ხოშტარია კი არა, ნაპოლეონი ხარ, მაშინ ეგ „პონტიც" მოსულა!

 

გელა ზედელაშვილი


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner