logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება
- +

29 მაისი. 2017. 11:28



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება.

 

კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


დავით ნარმანიას განცხადებით, წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს.

 

ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მით უმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე - ახალი ავტობუსები, აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი-კრწანისისა და სამება-მახათგზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის პროსპექტის სრული აღდგენის გეგმა და ა.შ.", - განაცხადა ნარმანიამ.


რაც შეეხება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას, დავით ნარმანიას განცხადებით, კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს.


გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები", - განაცხადა ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner