თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია გადაცემა „P.S."-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
„ახლა ვნახე „P.S."-ის სიუჟეტი, სადაც კიდევ ერთხელ ახსენეს ჩემი სამი ბინა. რით ვერ დაიღალნენ „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი „არასამთავროები". ან სიუჟეტს რომ აკეთებ და ჩემი სახელია მოხსენიებული, ვალდებულება არ არის, გადამოწმდეს ინფორმაცია? ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს საკითხი უმარტივესად გადავწყვიტე თავის დროზე. ერთი ბინა, რომელიც იპოთეკითაა დატვირთული და კრედიტით მაქვს ნაყიდი, ჩემი გახდება წლების შემდეგ. ასეთი ვალი უამრავ მოქალაქეს აქვს და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. დანარჩენ 2 ბინას რაც შეეხება, ხალხო, გჩუქნით. გაიგეთ, გჩუქნით, ოღონდ იპოვეთ..... მეტი რა ვთქვა. ხატზე დავიფიცებ, რომ გაჩუქებთ, იპოვეთ..." - წერს სამუშია.