logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: აუდიტის სამსახური ვერ იტყვის, რომ მერიამ დოკუმენტაცია დაუმალა
- +

29 მაისი. 2017. 14:14


 

„არსებობს მიწერ-მოწერები, შეფასების დოკუმენტაცია, რეესტრიდან ამოღებული მასალები, რომლებიც აუდიტორებს მივაწოდეთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და  ვერეს ხეობაში არსებულ მიწასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის შესახებ ისაუბრა.

 

„აუდიტის სამსახური ვერ იტყვის, რომ მერიამ დოკუმენტაცია დაუმალა, რაც მოითხოვეს, მივაწოდეთ. საერთოდ, აუდიტის სამსახურის პრეზენტაცია არასწორი ფაქტებით არის გაჯერებული. რატომ არ გიჩნდებათ შეკითხვა, სად არის მთავარი დოკუმენტი და რატომ გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნა, ისიც მხოლოდ პრეზენტაციის სახით?

 

ველოდებით აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მერიის პოზიციას წერილობით გამოვაქვეყნებთ. კანონის ყველა ნორმა დაცულია, ვერც ერთ გადაწყვეტილებაში გადაცდომას ვერ ვხედავ. ახლა საკითხს საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ, რის დასრულებას ასევე ველოდები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner