logo_geo
eng_logo
ქეთი ლომაია: ე.წ. „ქალთა უფლებების დამცველებო“, როდის გთხოვეთ დაცვა ან ვისგან მიცავთ?!
- +

19 თებერვალი. 2016. 16:16


„ე.წ. „ქალთა უფლებების დამცველებო" და პარლამენტში ქალთა კვოტის გაზრდის მხარდამჭერებო, გისმენთ და რაღაც ვერ ვიხსენებ, როდის გთხოვეთ დაცვა ან ვისგან მიცავთ?" - გთავაზობთ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ლომაიას facebook-სტატუსს:


„ასევე ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა მოხვდეს პარლამენტში ადამიანი გენდერული და არა პროფესიული ნიშნით? რა ჯანდაბის თანასწორობა გინდათ? ასე თუ მოგწონთ ტრანსპორტში ფეხზე დგომა, კბილებში პარკებით სიარული და მშენებლობებზე მუშაობა, დაგიშალათ ვინმემ? ჩემს გვერდით ქალი არ მეგულება, ეს ოცნებად ჰქონდეს და თქვენ თუ ოცნებობთ, კი ბატონო, მაშინ საქართველოს ქალთა არა, პირადად თქვენი სახელით აფრქვიეთ ეს სიბრძნეები. კრებითად საუბარს ლეგიტიმაცია სჭირდება და მგონი არავის მოუნიჭებია. რაც შეეხება ქმრების მიერ მოკლულ ქალებს, ადამიანი არ მეგულება, არ წუხდეს, მაგრამ რატომ ასეთი დაყოფა? ცოლის მიერ მოკლული ქმარი მსხვერპლი არაა? ვიღაცას არ გაუმართლა, ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მამაკაცები უვარგისები არიან თუ რას ამტკიცებთ? ასე რომ, თქვენი სახელით, თუ გნებავთ, ახალი გვინეის ამბები გააპროტესტეთ, ჩვენ თავი დაგვანებეთ..." - წერს ლომაია.



წყარო: geodigest.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner