logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: რაც მერი ვარ, იმდენი შემოწმება ჩატარდა მერიაში... ლუპით გვაკვირდებიან
- +

29 მაისი. 2017. 15:14



თბილისის მერი დავით ნარმანია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა. ნარმანიას განცხადებით, სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


„სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამიტომ დაველოდოთ. რაც მერი ვარ, იმდენი შემოწმება ჩატარდა მერიაში... ლუპით გვაკვირდებიან, თუმცა კარგი იქნებოდა, მმართველობის დროს გამოერკვიათ, რა ხდებოდა უწყებაში.

 

ვიმეორებ, გამოძიება დაადგენს სიმართლეს, მე კი ყოველთვის გუნდურ გადაწყვეტილებას ვემორჩილები, ასე ვიყავი აქამდე და ასე ვიქნები მომავალშიც, ვიდრე ამ გუნდის წევრი ვარ და, ვფიქრობ, კარგა ხანს ვიქნები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner